“ოცნება” 27, ენმ 10, “საქართველოსთვის” 4- როგორ დაკომპლექტდა ოზურგეთის საკრებულო ამ ეტაპზე

დღეს ოზურგეთის 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ცხადი გახდა რომ ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოს სამი პოლიტიკური ორგანიზაცია დააკომპლექტებს ბარიერის გადალახვა ოზურგეთში მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა-“ოცნება”, ენმ- და “გახარია საქართველოსთვის”. 45 მანდატიან საკრებულოში, ამ ეტაპზე მმართველი პარტიიდან 27 დეპუტატი შედის, ენმ-ს 10, “საქართველოსთვის” კი ოთხი. მეორე ტურში გაირკვევა, თუ ვინ მიიღებს დამატებით 4 მანდატს. აქედან, “ოცნებას” პროპორციული სიით 17 დეპუტატი და 10 მაჟორიტარი შეყავს, ენმ-ს 9 პარტიულით და ერთი მაჟორი, გახარიას პარტიამ კი ოთხივე დეპუტატი სიით შეყავს.

ცესკო_ს საიტზე ატვირთული ოქმების თანახმად, ოზურგეთში, შემდეგ ოთხ სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება მეორე ტური: ქალაქი ოზურგეთი _ გიორგი სირაძე (37.76 ,) პარტია “საქართველოსთვის” ლელა საჯაიას (39.73%) დაუპირისპირდება “ქართული ოცნებიდან” . . ლაითურის და ნარუჯის სამაჟოროტარო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს გია ჩაგანავას (33.91%) ნაციონალური მოძრაობის კანდიდატკ რაინდი დუმბაძე დაუპირისპირდება (38.34%,). გურიანთა, სოფელ ოზურგეთის და მელექედურის სამაჟორიტარო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს ნინო მახარაძეს (35.38%) დამოუკიდებელ კანდიდატთან, დათა მიქელაშვილთან(27,97) მოუწევს ბრძოლა. მეორე ტურია ასკანა, ძიმითი, ნაგომრის სამაჟორიტარო ოლქში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა ტიტე მგელაძემ 38.69% მიიღო და მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს შალვა თავდიშვილს დაუპირისპირდება, რომელსაც ამომრჩეველთა 25.47%-მა დაუჭირა მხარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share