ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე , მეორე ტურში გადასვლის შემდეგ თავის ამომრჩეველს მიმართავს და მადლობას უხდის,ასევე მადლობას უხდის იმ კონკურენტებსაც, რომლებიც სამართლიანად იბრძოდნენ:
“ჩემო ამომრჩევლებო, დიდი მადლობა ამ უთანასწორო ბრძოლაში მხარდაჭერისთვის! თითოეული ხმა უძვირფასესია ჩემთვის და უდიდესი პასუხისმგებლობა.
როცა ყველა მხრიდან უტევენ კანდიდატს, როცა ყველა ხერხებით ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას, ძნელია შენს აზრზე დარჩე, რთულია უარი თქვა მიზერულ შემოთავაზებაზეც, როცა ძალიან გიჭირს, ამიტომ განსაკუთრებული
მადლობა ერთგულებისთვის!
მადლობა ჩემს იმ კონკურენტებს, რომლებიც სამართლიანად იბრძოდნენ და ოზურგეთლობის და კაცობის წესი არ დაურღვევიათ.
წინ მეორე ტურია, კიდევ უფრო დაძაბული და გადამწყვეტი. მე ისევ თქვენი, ჩემი ხალხის იმედი მაქვს, რადგან არ არსებობს უპირობო ერთგულებაზე ძლიერი ძალა.
შევხვდებით 30 ოქტომბერს”-წერს შარაშენიძე.