დღეიდან, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, გაიხსნება საბავშვო ბაღებიც.
ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, 4 ოქტომბრიდან მუშაობას ანახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.