“ამიერიდან აღარავინ გაბედოს და იკადროს..!”– თეა ადეიშვილი

“მეამაყება და ბედნიერი ვარ რომ ჩემს მშობლიურ და უსაყვარლეს ქუთაისში, სადაც თვეში ერთხელ ნიშნავდნენ მონებს, შეიძლება მერი გახდეს თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ქალი.

 ხომ წარმოგიდგენიათ რამდენ ენერგიას, შრომას და ძალისხმევას ჩადებს და ქუთათურების ნდობას სიკეთით დაუბრუნებს ჩვენს ქალაქს… ქუთაისელი არაა? და მერე რა? მე ერთ დროს ვიცნობდი ქუთაისელ სოსო ხახალეიშვილს, მაგრამ ეს ის სოსო აღრაა. 2012-მდე ნაცების კრიტიკისთვის გამლანძღა, 2012 ის შემდეგ ქოცების კრიტიკისთვის დამბლოკა, მაგრამ ეგ არაფერი, ეგეთებს რა დალევს სამყაროში – მე იცით გული რაზე მწყდება? ქუთაისში ცხოვრობენ ადამიანები, მათ შორის ჩემი ნაცნობები, რომლებიც სოსოს საშინლად დასცინოდნენ, მეტ სახელად “სამარილეს” ეძახდნენ და ახლა უნდათ რომ მათთვისაც კი კომიკური კაცისთვის გაიმეტონ ჩვენი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი… მოკლედ ბოცა გაბზარულია, ახლა მთავარია ღირსებით სავსე ქალაქმა ღირსეულად გაიმარჯვოს ხატია დეკანოიძესთან ერთად,” – ამის შესახებ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ცესკოს წინასწარი მონაცემები ქუთაისის მერის არჩევნებში ხატია დეკანოიძე – 43,84% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილი – 41,53%

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share