სააკაშვილის დამალვისთვის დაკავებული ბიზნესმენის ბრალის დადგენილება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცომაია არის პირი, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით წარედგინა ბრალი.

“ტვ პირველმა” მოიპოვა ცომაიას ბრალის დადგენილება, სადაც გაწერილია რას ედევება გამოძიება მას და რა ამოღეს დაკავებულის სახლის ჩხრეკის შედეგად.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 2 ცალი ნოუთბუქი, მათივე სატენებთან ერთად. ერთი ცალი პლანშეტი – სატენთან ერთად. სამივე ნივთი დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. ერთი ცალი აიფონ 11 მოდელის მობილური ტელეფონი შალითასთან და სიმ ბარათთან ერთად, რაც დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. ასევე ამოღებულ იქნა, ფულადი თანხა – 36 000 აშშ დოლარი და 450 ევრო, რაც დაილუქა სპეც პაკეტში. სპეც.პაკეტზე გაკეთდა ხელმოწერები და დათარიღდა. ჩხრეკის ოქმი ადგილზე იქნა შევსებული და დეტალურად აისახა ჩხრეკის დროს ასახული ნივთები”- წერია ბრალის დადგენილებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: