ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი საავადმყოფოში 18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

“18-ში გადმოვიდა სხვა კლინიკიდან, ქრომოსომული დაავადება ჰქონდა, ფილტვის დაზიანება კოვიდის გამო, ასევე ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა და გულის კომბინირებული მანკი. გამოხატული იყო ჰიპოტროფია”, – თქვა მაია ჩხაიძემ.

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share