ოზურგეთის თეატრის 7 მსახიობს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, მსახიობებს კორონა შიდა საგასტროლო ტურიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ.
ხუთი მათგანი სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მიღებული ტესტის პასუხის შემდეგ, იზოლაციაში იმყოფებოდა, ორს კი დღეს დილით დაუდასტურდა.
ოზურგეთის თეატრის დასი ათი დღით გასტროლზე რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იმყოფებოდა.
დაახლოებით 20 მსახიობიდან, კორონა 7 უკვე დაუდასტურდა.
ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის დროს, ეს თეატრის ერთადერთი გასტროლი არ იყო, დასი რამდენიმე დღეში თურქეთში, უნდა გამგზავრებულიყო.
ცნობისთვის, მსახიობების აბსოლუტური უმრავლესობა ვაქცინირებულია.