ლიზა იასკო საქართველოში ჩამოდის

ცოტა ხნის წინ  ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა პირველი ვიდეომიმართვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, მის დაკავების ფაქტზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორც იასკო ამბობს, ის მალე საქართველოში ჩამოვა.

ამასთან, მას სააკაშვილის გათავისუფლების იმედი აქვს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიანად. სასურველია, რომ ახალ ამბებში ნომერ პირველ თემად არ იყოს განხილული მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს პირადი ურთიერთობა.

ახლა მთავარი არ არის პირადი ურთიერთობები. ახლა მთავარია, რომ სააკაშვილი არაკანონიერად არის დაკავებული საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან საკუთარი ხმა მეორე ტურშიც.

მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც შენ მსხვერპლს სწირავ შენს ქვეყანას. მე კარგად ვიცი, როგორ შეუძლია ეს იმ ადამიანს, რომელიც მიყვარს.

ცნობილი ფაქტია, რომ უკრაინელებს ძალიან უყვართ საქართველო. რაც შეეხება კითხვას, როდის ჩამოვალ საქართველოში, ძალიან მალე ვიქნები, მაგრამ ახლა არის დრო, როდესაც ქართველებმა უნდა დაიცვან საკუთარი მომავალი. მიხეილ სააკაშვილი წავიდა კომფორტული უკრაინიდან თქვენთვის, ქართველებისთვის, რათა გქონდეთ ცვლილებები. მე ძალიან ვამაყობ მიხეილ სააკაშვილის პოზიციით.

იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების. ჩვენ ერთად ვართ. უკრაინა და საქართველო ერთად არის. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პირადულად და პოლიტიკურად. გამაგრდით, შეხვედრამდე”,-  განაცხადა ლიზა იასკომ ვიდეომიმართვაში.

mix.metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share