მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები, ფოთის პორტის თანამშრომლები არიან. ისინი ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა.
წოწორიებს პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება და ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.
მათ ბრალდება ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვთ და პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.