„მე ვასრულებ ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქის მითითებას, განსაკუთრებით, ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ჩვენ ყოველთვის და ღიად წინააღმდეგი ვიქნებით რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და იმ უნამუსო გაყალბების, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ხმების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ აქამდე მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიეყვანა, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ მიტინგს აწყობს, იმის მაგივრად , რომ მერობის კანდიდატი იმ ყოფილ პრეზიდენტს გვერდით ეჯდეს, დღეს ისინი აწყობენ აქციას -ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას,“- აცხადებს გიორგი გახარია.