საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩები სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დიპლომატებმა უშიშროების სამსახურის მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციასა და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველში.
“შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში”,-ნათქვამია განცახდებაში.