ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში 2 ოქტომბრის ჩატარებულ ადგილობრივი არჩევნებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
მიშელი წერს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყურადღება სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს.
“მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც არჩევანი გააკეთა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის სფეროში”, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.