“სინდისის პატიმარია იგი დღეს სინდისისგან გაძარცვულ ქვეყანაში”-ზურაბ გურული

“მხოლოდ საკუთარი მიწიდან დევნილ და გამოგდებულ კაცს შეეძლო მეორე დევნილი და გამოგდებული კაცის იმ დაუოკებელი ჟინის გაგება, რომელიც ყოველგვარ რაციონალურსა და პრაგმატულს ავიწყებინებს ჭკუადამჯდარ ადამიანს და ავანტურისტის ჟინსა და გაბედულებას აძლევს. უმძლავრესი მიზიდულობა აქვს ადგილის დედას;
პირდაპირ ქვეცნობიერთანაა კავშირში და ამ მიზიდულობის ძალით გამოწვეულ ირაციონალიზმს ცნობიერის ლოგიკით ვერც ახსნი და არც უნდა ეცადო.
მაგარი კაცია ელგუჯა ცომაია და ჩემი უდიდესი პატივისცემა მას! სინდისის პატიმარია იგი დღეს სინდისისგან გაძარცვულ ქვეყანაში.
დიდი მადლობა, ბატონო ელგუჯა!
მადლობა და ბოდიში!”
წერს სოციალურ  ქსელში  ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი და მწერალი ზურაბ გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share