ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინა, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენება დაუშვა.
EMA-მ გადაწყვეტილება ჩატარებული კვლევების შემდეგ გასცა, რომელმაც აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის უნარს ზრდის, იმ პაციენტებში, რომლებსაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ.
აღნიშნული კატეგორიის პირებმა ბსტერ დოზა, მეორე დოზიდან 28 დღეში უნდა მიიღონ.