აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტმა, გია გვილავამ განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები იყო.
მან მედიას განუცხადა, რომ მაიკ პომპეომ კითვა დასვა სისტემაში არსებულ გავლენიან პირებზე, ე.წ. კლანზე.
“ყველა გახმაურებულ საქმეზე, ყველა პროცესზე, ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ ის, თუ რა პერსპექტირები შეიძლება, ჰქონდეს მართლმსაჯულებას.
მან იკითხა სასამართლოში არსებულ კლანზე, როგორც ჩანს ინფორმირებულია, სჯერა, რომ კლანი არსებობს, ძალიან ცუდი ამბავია ეს მიხეილ ჩინჩალაძისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ადვოკატირება.
გარდა სისტემური პრობლემებისა, კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო ე.წ. კარტოგრაფების, ანაკლიის, ფილიპ მორისის საქმე, სადაც დიდი კორუფცია იყო. ვისაუბრეთ, თუ როგორ წინაურდებიან ისინი, რომლებიც ამ საქმეების შემოქმედები არიან”, – განაცხადა გია გვილავამ.
იურისტი ამბობს, რომ მაიკ პომპეო შეხვდა არასამთავრობოების იმ წარმომადგენლებს, ვინც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად სასამართლო ანაღვლებს:
“სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი გარეთ”.
მსგავსი სტატიები
- 44
საქართველოში ორ იანვარს ბედობა დღეს უწოდებენ და უმრავლესობა ამ დღეს მთელი წლის მთავარ განმსაზღვრელად მიიჩნევს. უნდა ვიწამოთ თუ არა ბედისწერის და აქვს თუ არა ამ ყველაფერს საერთო ღმერთის რწმენასთან, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტს, სულა სულაშვილს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები მოჰყავს: „მას, ვისაც სწამს ღმერთი, შეუძლებელია სწამდეს ბედის წერის. დიდი ციდვაა…
- 43
მისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ისურვებდა, რომ სააკაშვილი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დროს ჩუმად ყოფილიყო. „მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას…
- 43
აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი გრძელდება და მხარეები ამ ეტაპზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი უარყოფს, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. მისი შეფასებით, ბრალი შეთხზულია, ხოლო კარტოგრაფების…
- 43
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ თანასწორობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები და თანასწორი მომავალი. გენდერული თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებაა. ეს თავის მხრივ ყველა დონეზე და ყველა სფეროში ქალთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ქალთა ხმის გაძლიერებაა! ვინაიდან, ქალთა ჩართულობა…