წლევანდელი არჩევნების შედეგები რომ შევადაროთ 2017 წლის არჩევნებს ოზურგეთში რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა: პარტიული სიით ქართულმა ოცნებამ მიიღო 2000 ხმით ნაკლები ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 4500 ხმით მეტი ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა პირველ ტურში 2021 წელს (თალაკვაძე) მიიღო 600 ხმით მეტი, ვიდრე 2017 წელს (სიორიძე) მოქმედმა მერმა შარაშენიძემ 2017 წლის პირველ ტურთან შედარებით მიიღო 4700 ხმით ნაკლები 2017 წელს ქართულმა ოცნებამ წააგო 29 მაჟორიტარული ოლქიდან 4 2021 წელს წააგო 15 ოლქიდან 1 და მეორე ტური გაიმართება 4 ოლქში 2017 წელს 4%-იანი ბარიერი გადალახა 5-მა პარტიამ 2021 წელს 3%-იანი ბარიერი გადალახა 3-მა პარტიამ 2017 წელს შარაშენიძემ პირველ ტურში მოიგო (და იგივე განმეორდა მეორე ტურშიც) ურბანული დასახლებები: ქალაქი, დაბა ნასაკირალი და ქალაქის მიმდებარე სოფლები, წააგო განაპირა სოფლები წელს შარაშენიძემ დაახლოებით 1000 ხმით წააგო ქალაქი.
გრიგოლ მახარაძე, სამოქალაქო აქტივისტი.