უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შექმნის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა, საქართველოშია.
“ტვ პირველმა” იასკო რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააფიქსირა.
იასკომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.
კომენტარს შეხვედრის შემდეგ გავაკეთებ”- უთხრა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს.
საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ლიზა იასკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს მიმართა:
ქართველებო, ეს თქვენთვის გააკეთა, ცვლილებებისთვის”- თქვა მიმართვაში დეპუტატმა.