“ფორმულას” ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ 2021 წლის, 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა და “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
ღარიბაშვილის და ბიძინას დაპატიმრებული სააკაშვილი, რომლებსაც მარტო ბოლო თვეებში აქვთ ყველაფერი დაშავებული უფრო დიდ და მძიმე ფორმებში, რაზეც მიშას მისჯილი აქვს და რასაც ედავებიან – დამნაშავის დაუსჯელობაც, უსამართლო შეწყალებაც და კორუფციაც – არის საშინელი უსამართლობა.
სირცხვილია ეს ყელმოღერებული მონა იმ ბოროტ მაქინატორს ღიად ულოცავდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების და შერჩევითი სამართლის ზეიმს და მეორე დღეს არჩევნებში ხმებს იღებდეს.
სირცხვილია, როგორც ვექცევით საკუთარი ქვეყნის მომავალ ისტორიულ ფიგურებს – პირველი სამი პრეზიდენტის ჩათვლით“, – წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.