“ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო,გთხოვთ იაქტიურეთ…სიყვარულით,მ. სააკაშვილი”-წერილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც ქუთაისლებს მიმართავს. წერილს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს.
ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო
იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.
ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.
სიყვარულით,
მ. სააკაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share