ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და დაპატიმრების საკითხს განიხილავს:
– მიხვიდე იმ ადგილზე, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს – ბათუმი
– ოდისევსივით იმოგზაურო შინ დასაბრუნებლად – უკრაინა, ზღვა, ისა, ესა
– დაგეხმარონ ადამიანები, რომ შინ დაბრუნდე – ის მეგრელები
– მაგიდაზე გედოს ის საჭმელი, რაც უცხოეთში მყოფ ქართველებს ყველაზე მეტად ენატრებათ – ხინკალი
– ქალი, რომელიც დაპატიმრების მერე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს
მეტი კი არაფერია ცხოვრება.
ამ კონკრეტულ ეპიზოდს მიშა უგებს ბიძინას. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ზის ციხეში და ვინ – შუშის სასახლეში, ” – წერს სანაია სოციალურ ქსელში.