რა თქვა ლიზა იასკომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა.

ლიზა იასკოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი იმის გამო, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ვისაც შეუძლია საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. მე ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომლესაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, რომელიც გჭირდებათ თქვენ, რომ გაიმარჯვოთ – ბრძოლა მომავლისთვის. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ.

ამ წუთას, ის არის პოლიტიკურ პატიმარი. ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან მიმართებაში და საჭიროა ბრძოლა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share