პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ციხეში შესვლას და ადვიკატთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებს. როგორც ის ამბობს, მათი საუბრის მთავარი თემა ქართული სახელმწიფო იქნება, რომლის მითვისებასაც რუსეთი ცდილობს: “ქართული სახელმწიფოს გადარჩენის გამო, მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში,მან აჩვენა ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრები არ არსებობს,წარმოდგენაც კი შემზარავია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა არც იცოდა ოთხი დღის განმავლობაში ისე დადიოდა ძებნილი ქუჩებში. უხერხულია, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი განსაჯოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ.” – განაცხდა თაკო ჩარკვიანმა.