ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე, ხელისუფლებას არჩევნების მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც მან ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, ხელისუფლებამ ფართოდ გაუღო კარები ხელმოცარულ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ შანტაჟით,მუქარით,დაშინებით შეუძლიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა:”ხელისუფლებაში შემოპარულმა ხელმოცარულმა ადამიანებმა ყველაფერი იკადრეს, თუკი რამის კადრება შეიძლებოდა,მაგრამ მათ უკვე ამოწურეს თავიანთი რესურსი და ამას ადასტურებს მათი 43%.”
მერობის კანდიდატმა ისაუბრა აგრეთვე მომავალი გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან თალაკვაძეებმა უკვე კარგად გააცნეს თავი ოზურგეთელ ამომრჩეველს:”არჩილ თალაკვაძე, რომელიც გამოაგდეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, ატარებდა არასწორ საარჩევნო კამპანიას,დაარიგეს ბენზინის ტალონები,ფქვილის ტომრები,საბნის და ლეიბის ყიდვით შეეცადნენ ამომრჩევლის გულის მოგებას..ყველაფერი იკადრეს,მაგრამ ამომრჩეველმა მათ საკადრისი პასუხი გასცა.” – განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.