“ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია. 2 ოქტომბრის შემდეგ პირველივე საპარლამენტო სხდომაზე მმართველი პარტიის ნომერმა ერთმა ოდიოზურმა ლიდერმა პოლიტიკური რეპრესიების არარსებობაზე დაიწყო საუბარი.
საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძე სრული მონდომებით ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ “ქართული ოცნება” არ დევნის მიხეილ სააკაშვილს და ეს გზავნილი პირველ რიგში უცხოელ პარტნიორებს ეკუთვნოდა. თუმცა დასავლეთისთვის ყველაფერი ისედაც ნათელია.
უცხოელი პარტნიორები აღარ მალავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დადასტურებას მტკიცებულებები აღარ სჭირდება.
ტვ მთავარი