ყველასათვის ცნობილია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. გადაცემაში “რეაქცია” მელია საუბრობს თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება დაპირისპირებოდა “ოცნებას”.
მელია 2012 წლის არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან დილის 8 საათზე იყო მისული:
“8 საათზე ვიყავი სკოლის კართან, საკუთარი კალმით კალმით მისული. ახლა რომ ვაანალიზებ რატომ იყო ეს ასე. გირგვლიანის საქმეზე მძიმე რეაქცია მქონდა, ასევე მურუსიძეზე…მურუსიძე მათ არა თუ დასაჯეს, არამედ დააწინაურეს.
მაშინ მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთის გამოგზავნილი კაცია, არა მხოლოდ მე, მას ჩემი მეუღლეც ენდობოდა.მჯეროდა. რომ ვაქებდი და ვადიდებდი ბიძინას, ნიკამ 5 თითი აიღო და ჩამომითვალა, აი, ნახავ რას გააკეთებსო. ყველაფერი მითხრა გარდა კანაფის პლანტაციებისა. ეს შეარულა ბიძინამ და როგორ შემიძლია ამათ გვერდით ვიდგე. ვხედავ როგორ იღუპება ქვეყანა, როგორ მიათრევენ საქართველოს რუსეთისკენ” – თქვა მელიამ.