სააკაშვილია თანამონაწილე ამ პოლიტიკური დანაშაულის- მდინარაძე აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე

ახლა რა ფაქტიც გამომჟღავნდა ამაზე არიან გაგიჟებულები. არც ცდილობენ გაემიჯნონ იმას, რომ დღემდე გადანახული და გადამალული ჰქონდათ, სადღაც სეიფში შეკუჭული რუკა, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვრები უნდა დადგენილიყო და ეს საზღვრები ვერ დადგინდა. საბედნიეროდ, ვერ მოხდა ბოლომდე იმის „გაპრავება“, რაც მათ უნდოდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერი გაამზადეს, ყველანაირი საფუძველი შექმნეს რათა ეს ტერიტორია, საქართველოს ტერიტორია და ქართული იდენტობის ერთ-ერთი სერიოზული კულტურული ძეგლი გადასცემოდა სხვა ქვეყანას.

მისივე თქმით, 2006-2007 წლებში რაც ხდებოდა, ეს წარმოუდგენელია მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ხელდასმის გარეშე და ამ ეჭვების საფუძველი თვითონ სააკაშვილმა გააჩინა.

„თავად მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა რაღაც თანხებზე. საერთოდ, ვინ ახსენებდა, ვის მოსდიოდა აზრად თავში რაღაც 70 – 80 მილიონის დასახელება. თვითონ გამოვარდა და პრევენცია გააკეთა, როგორც კი „იყნოსა“, რომ ეს თემა შეიძლებოდა გამსკდარიყო. ის, რაც დღეს მოხდა, მან ერთი კვირით ადრე იცოდა რაღაცეები, იმიტომ, რომ თანამონაწილეა, როგორც მინიმუმ პოლიტიკური დანაშაულის. შემდეგ, კონკრეტულ დანაშაულს გამოძიება თუ დაადგენს. ახლა გაგულისებული „ვაჟკაცურად“ იცავენ რაღაც თემას, რომელ თემაშიც აღმოჩნდა, რომ რუკა, რომლითაც 1996 წლის საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმების თანახმად უნდა დადგენილიყო საქართველოს საზღვრები, თურმე ვიღაცას სეიფში ჰქონდა შეკუჭული და ინახავდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, 1938 წლის რუკის ასლით ჩანს, რომ სადავო ტეროტორია საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ ის აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოაცხადა.

„როდესაც რუკის ასლი გაქვს, ასლის მიხედვით ეს საქართველოს ტერიტორიაა და მერე განცხადებებს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მინისტრი და ამბობს, რომ ეს სხვისი ტერიტორიაა, ტელევიზიით ოფიციალურ განცხადებებში უდასტურებს ამას მეგობარ ქვეყნას, ამის შემდეგ გასაოცარია, რომ ღალატზე აქეთ გველაპარაკებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 60
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, რომ
  • 56
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, რომ, ამ
  • 55
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 52
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ