ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორში მოგებული “პორშე” გაყიდა

ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ ტოტალიზატორში მოგებული პორშე გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, მერმა გაყიდული პორშედან მიღებული ფულით თბილისში საცხოვრებელი სახლი შეიძინა. თუმცა, ჯერ კიდევ 2019 წელს, მოგების შემდეგ ამბობდა, რომ მანქანის გაყიდვის შემდეგ კრედიტი უნდა დაეფარა და ახლობლებს, მეგობრებსა და გაჭირვებულებს დახმარებოდა.

ცნობისთვის, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ პორშეს მარკის ავტომობილი 2019 წელს, ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში მოიგო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share