“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის გმირი” -პაატა ბურჭულაძე

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის გმირი” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ველოდი მის ჩამოსვლას, იმიტომ რომ მიშა არის პირველ რიგში დიდი პოლიტიკოსი, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკოსი და დიდ ქვეყნებს შეშურდებათ ამისი. რატომ იყო, რომ გამოვარდა “ოცნება” და დაიწყეს არ ჩამოსულაო, ვერ წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ თვითონ არცერთი წევრი არ ჰყავთ ასეთი, ერთი ადამიანი დამისახელეთ ვინც გადადგამდა ამ ნაბიჯს… ამიტომ ვერ დაიჯერეს ეს, სულ სხვა ყაიდის ჩამოსხმის და აზროვნების ხალხია. რა გააკეთეს სახელმწიფოებრივად ისეთი რომ კარგი გაუკეთეს სახელმწიფოს, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ის მოსახლეობას მიმართავს, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია, სწორ გზაზე ვდგავართ და ყველანი არჩევნების მეორე ტურზე უნდა მივიდეთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share