4 ათას ლარიანი გირაო დააკისრა სასამართლომ მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლაშა ქველაძეს.
სახელმწიფო ბრალდება მას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, ლაშა ქველაძე მარნეულის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს, როვსან ისკანდიროვს ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეზე, მორიგი სასამართლო სხდომა 24 ნოემბერს ჩაინიშნა, რომელიც მხარეთა მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.
ლაშა ქველაძე მარნეულში 3 ოქტომბერს დააკავეს.