საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ.
#თავისუფლებამიშას,” – წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.