“მოშეს 10 მცნება” და “ბიძინას სკოლა” -მამულაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

 ეს არის ჩვეულებრივი მოშეს 10 მცნება და პიარ-ტექნოლოგი მართავს დღეს საქართველოს – ასე აფასებს  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმას

“ჩვენ ვხედავთ, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილის “სკოლაში”, რაც ნიშნავს, იმას, რომ ის არის 90-იანი წლების რუსეთის კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი. ეს არის მისი სრული განათლება და მოწოდებით ის ემსახურება ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. ყველა, ვინც ივანიშვილის კრიტიკას ბედავს, ის თურმე ქვეყნის გადატრიელებას ცდილობს სამხედრო მეთოდით -ეს არის ჩვეულებრივი მოშეს 10 მცნება და პიარ-ტექნოლოგი მართავს დღეს საქართველოს”,- ამბობს ნონა მამულაშვილი.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share