ოზურგეთის წინამოწვევის საკრებულოს დეპუტატი და თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას პარტიიდან-გურიანთა, სოფ. ოზურგეთის, მელექედურის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი მაია ზოიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე მის ამომრჩევლებს, მადლობას უხდის და პირდაპირ ადასტურებს, რომ “ოცნებამ” წინასაარჩევნო მოსყიდვებთან ერთად, პატიმრების ოჯახებზეც ხმების მოზიდვის მიზნით იმუშავა და მათ დაკავებული პირების განთავისუფლება დაპირდათ:
“ჩემო ძვირფასო გურიანთლებო და ციხისფერდელებო! მადლობა თქვენ გამბედაობისთვის! მადლობა თქვენ ერთგულებისთვის! მადლობა თქვენ ადამიანობისთვის! მიუხედავად ყველანაირი სიბინძურისა, ჩემი საამაყო სოფლის უმრავლესობა არ გაიყიდა, ველოდები რამდენიმე ადამიანის პირობითი სასჯელიდან განთავისუფლებას,ნამდვილად მიღირდა ციხისფერდის წაგება ამ ახალგაზრდების განთავისუფლების სანაცვლოდ (თუ რა თქმა უნდა ეს დაპირებაც ოცნების ჩვეული ტყუილი არ აღმოჩდება). დაველოდოთ მეორე ტურს”.