ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო – ნიკა მელია

ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„კონკრეტულად არ გავცნობივარ ამ განცხადებას. გავეცნობი, მაგრამ მაინტერესებს, რომელი პირი საუბრობს, რამდენიმე მათგანი შემჩნეული იყო და ეს ყველამ იცის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან არჩევნების წინა დღით დაბადების დღეზე ყოფნაში და შემდეგ საკუთარ ფეისუბუქგვერდზე ეს ფოტოები ატვირთეს. საერთაშორისო საზოგადოებაც არის ამ ყველაფრის საქმის კურსშიც. არ ვიცი, ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს. ჩემთვის და ყველასთვის რეალობა არის ცხადზე უცხადესი. ამ განცხადებაში არის მიკერძოება. თუ უბრალოდ საუბრობს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ეს არის მარტივი ტყუილი. მიკერძოებული ადამიანი, ალბათ ის ადამიანია, ვინც დადიოდა რესტორან-რესტორან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა. მთელი ოპოზიციური სპექტრი, არც ერთი პარტია არ არის განსხვავებულ აზრზე, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ადამიანი, ვინც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, პირველ რიგში, არის უნამუსო, პირდაპირ გეტყვით. ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართულ ლექსიკონში – უნამუსო, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალობა. არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ თუ კი დაწერა ეს, ეს მარტივად არის უნამუსობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 78
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 73
    "ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, ბელადომანია დაამარცხა""საბანს ყველა თავისკენ­ ქაჩავს­ და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება" პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "ქართული ოცნების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც…
    Tags: და, არ, რომ, ამ, ეს, არის
  • 72
    "რა მაგარი რამ იყო მაინც ვარდების რევოლუცია"პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი, თორნიკე გორდაძე, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოპოზიციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს: "მოვიცალე როგორც იქნა 5 წუთი დასაწეერად იმაზე თუ რაში არ ვეთანხმები ზოგიერთ ჩემს მეგობარს და ძალიან კარგ ადამიანს. ჩემი სუბიექტური აზრია მეტი არაფერი. 1. არ ვფიქრობ რომ სწორია დღევანდელი ოპოზიციის გრეჩიხასთან შედარება. ნუთუ გრეჩიხა…
    Tags: და, არ, რომ, არც, ეს, არის
  • 69
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ