“კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრს ტროლად მოიხსენიებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაავრცელა, ნათლად გამოჩნდა, რომ ის მწირი განათლების პატრონია.
საქართველოა, ბატონებო, ვაჟკაცები ყველგან არიან! სამშობლოს გაწირვა და კაცის გაწირვა, პრეზიდენტის მთუმეტეს, ასე არ არის აი, ამ ტროლს რომ ჰგონია. მე ღარიბაშვილს ვეძახი ტროლს. რატომ არის ტროლი გეტყვით, ტროლთა მანქანის დაფინასებელი არის ჩვეულებრივი ტროლი, უბრალოდ მეტი ფული აქვს, ოჯახს რომ გილანძღავსს ტროლების მეშვეობით, ის ხომ ტროლია? დღეს რომ განცხადება გააკეთა, ტროლის განცხადება არ იყო? ეს ჭკვიანი ადამიანის განცხადება იყო? ეს იყო სრულიად მწირი განათლების მქონე ადამიანის განცხადება. ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ პირველ პირებად მხოლოდ კარიერისტები და ფსკერზე ოქროს მაძიებლები არიან, – განაცხადა ჩარკვიანმა.