“საშიშია, როცა ასეთი მანიაკი თავზე გაზის” – სარიშვილი ღარიბაშვილზე

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება და წერს:
“სიმართლე გითხრათ, ამ ბოროტი კლოუნის – ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე აღარ მეცინება. ჯერ ერთი, უბრალოდ საშიშია, როცა ასეთი მანიაკი თავზე გაზის და მეორეც – მისი გამონათქვამები მიხეილ სააკაშვილზე დიდი ალბათობით არის არა მისი პირადი ინიციატივა, არამედ პუტინის ჩანაფიქრის განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ეს სრულებითაც არაა სასაცილო.
არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ! თან სასწრაფოდ!” – წერს სარიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share