“ის, რაც მოხდა თბილისში, ყველას შეგეხებათ” – რას წერს ჟურნალი “ფორბსი” მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

ჟურნალი “ფორბსი” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით “ის, რაც მოხდა თბილისში, ყველას შეგეხებათ“.
ჟურნალისტი მელიკ კაილანი წერს, რომ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერი იყო, ახლა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში რუსული სტილის „კონტროლირებად დემოკრატიად“ ჩამოყალიბდა და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ცვლილება მოიტანოს და ოპტიმიზმი დააბრუნოს სწორედ მიხეილ სააკაშვილია.
„ის არ არის ყველაზე პოპულარული ან უნაკლო პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ არის ყველაზე მამაცი, გამოცდილი და შეუძლია, ყველაზე უიმედო მდგომარეობაც კი შემოაბრუნოს. დასავლეთის დახმარებით ის საქართველოში არსებული რეჟიმისთვის გადაულახავ ბარიერად უნდა იქცეს. ჩვენ საქართველოს ბედთან უნდა გავაიგივოთ საკუთარი თავი. თუ ასე არ ვიზამთ, ჩვენც მსგავსი ბედი გველის“, – წერს  მელიკ კაილანი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: