“არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა – სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება”

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება:

„ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და სერიოზული ხარვეზები არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად ამომრჩეველთა აქტივობა იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა ადგილობრივი არჩევნების დროს, საარჩევნო უბანზე ყველას ეკეთა პირბადე, თუმცა ზოგიერთ უბანში იყო ჭარბი რაოდენობის ხალხი. ზოგადი შთაბეჭდილება ხმის მიცემის დღესთან დაკავშირებით იყო საკმაოდ პოზიტიური“, – განაცხადა მან.

მარინა კალიურანდმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების ფაქტზეც ისაუბრა.

„როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.

ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით რა მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ მის შიდა საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა დავაკვირდებით, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს“, – განაცხადა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: