საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, რეგიონული ლიგის დასავლეთ ზონაში ოზურგეთის “მერცხალმა” ქუთაისის “მართვეს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
12 ტურის შემდეგ “მერცხალს” 9 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.
ერთი საფეხურით წინაა გურიის მეორე გუნდი “ჩიბათი”, რომელსაც 14 ქულა აქვს.