პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ამ დავარცხნილი ევროპის გადმოსახედიდან როგორი გაუგებარი, უცხო და წარმოუდგენლად მიუღებელია ის, რაც საქართველოში ხდება: 30 წლის განმვალობაში პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე – ჩამოვაგდეთ, მესამე – პატიმარია და მისთვის სამართლიანი სასამართლოს იმედი არავის აქვს, და ნაწილს – არც სურვილი. რისი იმედი უნდა გვქონდეს, რომელი სამყაროს ნაწილი ვართ და ვის ვჭირდებით ასეთი – ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს მგონი ესეც აღარ ადარდებს. ძალიან მძიმე მორევშია ჩათრეული ქვეყანა და ეს შავი, ბნელი ენერგია კარგს არაფერს დაგვმართებს. მუმია საზოგადოებად ვიქეცით.”- წერს ლაგაზიძე.