“გინდათ რუსეთის მონობა მეგობრებო”?

რუსეთს, მონღოლური მენტალიტეტის რუსეთს, რომელსაც დიქტატურის გარდა სხვა წყობა ვერ წარმოუდგენია, რუსეთს, რომლის სათავეში უვადო პრეზიდენტ- დიქტატორად არის არჩეული კაგებეშნიკი,  რუსეთს, რომლის ეკონომიკა სულს ღაფავს და რომლის მოსახლეობა შიმშილობს, მაგრამ მილიარდები იხარჯება სულ უფრო და უფრო გამანადგურებელი იარაღების შესაქმნელად, ამ რუსეთს სურს მიხეილ სააკაშვილი სიკვდილით დაისჯოს, რადგან მან საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცია, რადგან მან შემოაბრუნა საქართველო დასავლური ფასეულობისკენ, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას, რადგან მას საქართველოს მიღწევებზე აალაპარაკა თითქმის მთელი მსოფლიო.

რუსეთი ვერ იტანს თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნებს, რუსეთს სურს ყველა მისი მოსაზღვრე სახელმწიფო მისი მონა იყოს, მას არ შეუძლია მეგობრული ურთიერთბა, მხოლოდ დაპყრობა, ოკუპაცია, დათრგუნვა და გასრესა.

გინდათ რუსეთის მონობა, მეგობრებო? გინდათ მონღოლების შემოსევა და განადგურება ყველაფრის, რაც თქვენთვის მშობლიური და ძვირფასია? გინდათ გაქრეს თვითონ საქართველო?

თუ არ გინდათ, მაშ არ დაიზაროთ არჩევნებზე მისვლა და სათანადო არჩევანის გაკეთება;

თუ არ გინდათ, გააკეთეთ ყველაფერი, გასამარჯვებლად;

თუ არ გინდათ, მზად იყავით დაიცვათ თქვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი: დოდონა კიზირია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share