ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ოპოზიციას არ აბულინგებს და არც თავის აზრს ხვევს. მისი თქმით, ოპოზიციაში არიან ღირსეული ლიდერები, რომლებსაც ვერავინ აბულინგებს. ასე პასუხობს ის მმართველი გუნდის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციას სააკაშვილი თავის ჭკუაზე ატარებს.
“მე არავის არ ვახვევ ჩემს აზრს. ახლა რასაც აკეთებენ, სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლია მთელი ოპოზიციაო. მე ვფიქრობ, ოპოზიციაში არიან ღირსეული ლიდერები, რომლებიც არავის ბულინგის მსხვერპლები არ არიან, მითუმეტეს ივანივილის და სააკშვილის რანაირად უნდა გახდნენ? მე არც ხელისუფლება მაქვს, არც ადგილზე ვარ, არც არავის არ ვაბულინგებ მითუმეტეს, მხოლოდ მხარს ვუჭერ”, — განაცხადა მან ვიდეოჩართვაში.
არჩევნებამდეც და პირველი ტურის შემდეგაც მმართველი გუნდი ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა ექსპრეზიდენტსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს სურს,