ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული.
276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც.
ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების სეკვესტრს ახლა დასტაბილურებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ხსნის, თუმცა ოპოზიციაში კითხვები არა მხოლოდ მომავალი წლის ფინანსებზე არამედ ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე წლის ხარჯებზეც აქვთ, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება