საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიღოს. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ, რომელმაც მსჯავრდებული სააკაშვილი სრულ იზოლაციაში მოაქცია.
ქართული ოცნების პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და ადვოკატების გარდა, შეხვედრის უფლება არავისთან აღარ აქვს.
დღეს უკვე მეშვიდე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში შიმშილობს. მასთან დღესაც შევლენ ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი პროცესების ჩანიშვნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.
უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის განხილვებს ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია, რომელიც მზად არის ნარკოტესტის ჩასატარებლადაც.