#გაათავისუფლე მიშა – აქცია ბათუმში

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კამპანია, ბათუმში ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა ჩაწერა.

აქტივისტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა კრემლის და პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რის გამოც მათ ბანერი გაშალეს და მოქალაქეებს მისი გათავისუფლების კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

აქცია გაიმართა რუსთავის მე-12 ციხესთანაც

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში “ოცნების” ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ვიდეო ფეიკი იყო და მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არ იყო შემოსული. საღამოს კი პრემიერმა მისი დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share