„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ“.
„ბუნებრივია, ჩვენ ამაზე სპეკულაციებს ვერ ავაგებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმებს აკეთებენ. ასეთ პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან. რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ როდესაც საუბარია მთავარ ოპოზიციურ პარტიებზე, ისინი რუსულ საქმეს აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა, როცა არიან უკვე ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ეს პარტიები ხვდებიან პროტესტით, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს პარტიები არიან და მომავალშიც იქნებიან რუსული საქმით დაკავებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრები დღეს გამართა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.
მსგავსი სტატიები
- 67
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 54
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "ცოტა ვრცლად დავწერ რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს: არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ…
- 54
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
- 54
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…