ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააზვიადა ვიზიტის მნიშვნელობა. ჯერ ერთი რამდენიმე საათით იყო და 2 დღით ჩამოდისო. რა 5 საათი 48 საათად იქცევა? თუ რომ ეძინა ისიც ჩაუთვალეს? – ეს განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა.
ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააზვიადა ვიზიტის მნიშვნელობა. ჯერ ერთი რამდენიმე საათით იყო და 2 დღით ჩამოდისო. რა 5 საათი 48 საათად იქცევა? თუ რომ ეძინა ისიც ჩაუთვალეს? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რიგითმა ქსენია დიასახლისმა იფიქროს, რომ პომპეო არა ტრამპის მინისტრია, არამედ ბაიდენის დანიშნული მინისტრი, რომელიც 4 წელი უნდა იყოს და არა მინისტრი, რომელიც პოსტს 2 თვეში დატოვებს.
ზალკალიანს ვუსმინე 10 წუთი და მერე მომბეზრდა უკვე, ისე საუბრობდა. ამდენი წელია მინისტრია და როგორც ჩანს კარის კაცად უფრო ჩამოყალიბდა, ვიდრე პროფესიონალ დიპლომატად. ამბობს, რომ სამომავლოდ ამერიკა უფრო მეტად იქნება ჩვენი მოკავშირე და ა. შ. პომპეოს ვინ ჰკითხავს, მომავალში უფრო მეტად იქნება თუ უფრო ნაკლებად? ეს ხომ ელემენტარულად ხალხის მოტყუებაა?!
რასაკვირველია მე ბაიდენი მირჩევნია ტრამპს ათი თავით. ვიცი, რომ ბაიდენის დროს საქართველოს მეტი ყურადღება ექნება დათმობილი, ვიდრე ტრამპის დროს. ვიცი, ეს ყველაფერი, მაგრამ პომპეოს ამასთან არაფერი კავშირი არ აქვს.
გზად შემოიარა. გაიგო რა ხდება.”- განაცხადა ცინცაძემ.