დღეს დადასტურებული 3 697 შემთხვევიდან გურიაში – 1271, 256 თბილისიდანაა, 664 აჭარიდან, 538 იმერეთიდან

დღეს, 19 ნოემბერს საქართველოში დადასტურებული 3 697 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 256 თბილისიდანაა, 664 აჭარიდან ხოლო  538 იმერეთიდან.

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი – 1 256
  • აჭარა – 664
  • იმერეთი – 538
  • ქვემო ქართლი – 243
  • შიდა ქართლი – 175
  • გურია – 127
  • სამეგრელო ზემო სვანეთი – 304
  • კახეთი – 238
  • მცხეთა- მთიანეთი – 91
  • სამცხე ჯავახეთი – 55
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 869 მძიმე პაცინეტია, მათ შორის 377 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share