“მიშა რომ გათავისუფლდება,მონობისგან გავთავისუფლდებით ჩვენც” – ხალხის ხმა ოზურგეთიდან

რას ფიქრობს საქართველოს და კერძოდ, ოზურეგეთის მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე,უნდა გაათვისუფლონ თუ არა ის და არის თუ არა პოლიტპატიმარი,ამ კითხვებზე  “მთავარი არხის” გადაცემაში  “თქვენი ხმა” ოზურგეთის მოსახლეობამ ხმამაღლა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება.

გურულები თვლიან რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეშინდა,მისი ფეხით ჩამოვიდა ქვეყანაში და უნიათო მთვრობა გააცურა,ახლა კი ის პოლიტპატიმარია:

“ვენაცვალე სულში,კაცი ისე ჩამოვიდა ვერაფერი გაიგეს, მშვენივრად მოიქცა, გააცურა უნიათოები, მსოფლიო პოლიტიოსია კაცი,ყველა პატივს სცემს და დაჭერილი არ უნდა იყოს;”

“დროული იყო მისი ჩამოსვლა, საჭირო კაცია,მსოფლიო პოლიტიკოსი და უნდა იყოს ხალხის გვერდზე;”

“სწორად მოიქცა, მოვიდა ჩაბარდა მისი ფეხით და არ შეშინდა;”

ოზურგეთში თვლიან, რომ წარსულშ სწორედ მიშამ ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან:

“მიხილ სააკაშვილმა ერთი ეპოქა შექმნა და შევარდნაძის ჭაობიდან ამოგვიყვანა ყველა,ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს;”

“მიშას დროს შიში არ გვქონდა და ახლა ყველაფერი არეულია;”

“არ უნდა დაეჭირათ,სამი წლის გაყინული პენსიები დაურიგა ხალხს;”

“მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვან ციხიდან,მან ააშენა ქვეყანა;”

“მე მიყვარს ეს კაცი,კარგი პრეზიდენტი  იყო:”

“მახსოვს ის წლები როცა წყალი სინათლე პური არ გვქნდა,მიშას მერე სული მოვითქვით,ახლა ვაჟკაცურად ჩამოვიდა და ვაჟკაცურად შევიდა ციხეშიც;”

“ღმერთმა ციხიდან გამოიყვანოს მშვიდობით და გვეპატრონოს ხალხს, ის იყო ჩვენი პატრონი და მარჩენალი;”

მომავალშიც ხალხს სწორედ მიხეილ სააკაშვილის იმედი აქვს:

“გამოუშვან ციხიდან და საქართველოს ეშველება;”

“მიშას ჩამოსვლა ძალიან გაგვიხარდა,მიშა რომ გათავისუფლდება,მონობისგან გავთავისუფლდებით ჩვენც;”

“ისევ ის  უშველის ჩვენს ქვეყნას და არა ის ღორები ახლა რომ არიან მთავრობაში,იმედი მაქვს მხოლოდ მისი,სანამ მაგი არ გამოვა ასე ვიქნებით ქუჩაში დაყრილი;”

“სურათი ამოვიღო და განახო? რვა წელია მის სურათს ვატარებ,ეს ჩემი შვილია,მაგას ვენაცვალე მე,ხომ გაუკეთა ამათ რაც ეკუთვნოდათ , ჩვენი ქვეყანა, რომ მოვიდა მერე აყვავდა და მისი წასსვლის მერე დავიქეცით.”

“მიყვარს,ძალიან მიყვარს ჩემი პრეზიდენტი და ქვეყნის სათვეში უნდა დაბრუნდეს,მიშას დაბრუნებით ქვეყანას ეშველება”.

ასეთია ხალხის ხმა ოზურგეთიდან.

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share