11 ოქტომბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოს წითელი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

11 ოქტომბერს, 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) საქართველო ამოღებულ იქნება ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. წითელი სიიდან.

საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ შემდეგი პირობებით:

გამგზავრებამდე:

  • ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
  • ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

ჩასვლის შემდგომ:

  • 10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ ადგილას;
  • თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს PCR ტესტის გაკეთება.

ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები (ვაქცინის ორივე დოზა) გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს უნდა გაიკეთონ PCR ტესტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: