ოზურგეთში კორონავირუსით დედა- შვილი გარდაიცვალა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში კოვიდით დედა- შვილი გარდაიცვალა. ისინი მაკვანეთის საჯარო სკოლაში ასწავლიდნენ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დედა-ვალენტინა ღლონტი, საპენსიო ჯილდოთი იყო უკვე, სკოლიდან წასული; მისი შვილი, ირმა ჩხაიძე კი, მოქმედი პედაგოგი იყო. თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ის რამდენი ხნით სამკურნალოდ იმყოფებოდა თბილისში.